თბილისის მერიის ცნობით, წითელი საღებავითაა დასვრილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი და სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია.

“ამ დროისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ. შევახსენებთ დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯება ისჯება კანონით. ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს აქციას მართავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.


![აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით [ფოტო/ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000038591.jpg)




