მსვლელობას წინ მიუძღოდნენ ენმ-ს ლიდერები – ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგო რატიანი, ჩიორა თაქთაქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს თან აქვთ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ნატოს, ევროკავშირის დროშები.
თავისუფლების მოედნის ნახევარზე მეტი უკვე შევსებულია. მოედანზე ჯერ არ მისულან აქციის მონაწილეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილი.
თავისუფლების მოედანზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი. დღეს, 21 მარტს ენმ საპროტესტო აქციას მართავს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.