ახალი ამბები

ვარდების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეიკრიბნენ

21 მარტი, 2015 •
ვარდების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეიკრიბნენ

ზოგი მათგანი აცხადებს, რომ არ არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, თუმცა აქციააში მონაწილეობით სურთ დაანახონ დღევანდელ ხელისფლებას, რომ ხალხი მათი მუშაობით უკმაყოფილოა.

“ნაციონალური მოძრაობა, ვიცი, რომ არასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში, თუმცა უნდა შეიგნოს მთავრობამ, რომ ის დაპირებები, რომელიც გასცა, უნდა შეასრულოს – პენსიები, სოციალური დანამატები. არც პრეზიდენტის და არც პრემიერის გადადგომა არ მინდა, მინდა, უკეთ იმუშაოს მთავრობამ”,- ამბობს აქციის მონაწილე ნანა ადამია.

“აფხაზთა კრების წარმომადგენილი ვარ. პირველ რიგში რუსეთთან არსებულ პოლიტიკას ვაპროსტესტებ. შეწყდეს აბაშიძე-კარასანის უაზრო და არაფრის მომტანი მოლაპარაკებები. ამ მხრივ, “ნაციონალურ მოძროაბას” უფრო ეფექტური პოლიტიკა ჰქონდა”

ვარდების მოედანზე 2000-მდე ადამიანია შეკრებილი.

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მსვლელობისთვის ემზადებიან ფოტო: ნინო კახიშვილი
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მსვლელობისთვის ემზადებიან ფოტო: ნინო კახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი