ახალი ამბები

გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს – ლევან ხაბეიშვილი

1 ოქტომბერი, 2019 • 2122
გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს – ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, წარსულში სემეკის ყოფილი წევრი და თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.

გურამ ჩალაგაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელია “გამარჯვებულ საქართველოში”.

მისი დაკავების მიზეზი უცნობია.

როგორც ცნობილია, 20, 21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულია თავად ირაკლი ოქრუაშვილიც.

ნეტგაზეთი ინფორმაციას შსს-ში ამოწმებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი