“თანასწორობის მოძრაობის” განცხადებით, არასრულწლოვანი პირი ქვიარ თემის წევრის სახლში შეჭრას ცდილობდა. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, უცნობი პირი აბრახუნებდა კარზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აკეთებდა ჰომოფობურ განცხადებას.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, აღნიშნულმა პირმა დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის ფანჯარაც ჩაუმტვრია. შემთხვევა 18 სექტემბერს მოხდა.
“თანასწორობის მოძრაობის” განცხადებით, ყველაფერი დაიწყო სოციალური ქსელებში კიბერ ბულინგით. სახლში შეჭრის მცდელობამდე, აღნიშნული პირი დაზარალებულს სოციალური ქსელით დაუკავშიდა, უწერდა ჰომოფობიურ კომენტარებს საჯაროდ:
“დაზარალებულმა მიმართა პოლიციას, “თანასწორობის მოძრაობის” იურისტები დაესწრნენ დაზარალებულის გამოკითხვას, დაზარალებულად ცნობას და უფლებების განმარტებას, საგამოძიებო ექსპერიმენტს, რის შემდეგაც ბრალდებული დაადგინეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არასწრულწლოვანია, მას გაუფორმდა განრიდების ხელშეკრულება. დაევალება ბრაზის მართვის კურსების გავლა, ასევე, თავშესაფარში იმუშავებს უფასოდ გარკვეული საათების განმავლობაში. საქმეში გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივი”, – ვკითხულობთ “თანასწორობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.