ახალი ამბები

თბილისის “კიკბოქსინგის სუპერტურნირში” 8 ქვეყნის საუკეთესო მებრძოლი მიიღებს მონაწილეობას

21 მარტი, 2015 • 931
თბილისის “კიკბოქსინგის სუპერტურნირში” 8 ქვეყნის საუკეთესო მებრძოლი მიიღებს მონაწილეობას

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ცნობით, მსოფლიო თასის სუპერ-ტურნირი კიკბოქსინგში K-1 წესებით მსოფლიოს A-1WCC ორგანიზაციის ეგიდით ტარდება.

 

ქართულ მედიასაშუალებებთან ერთად, ტურნირს აშუქებს საერთაშორისო ტელეარხი „ევროსპორტი“. თბილისის მერიის ინფორმაციით, ევროპული სპორტული ტელეკომპანია 40-წუთიან რეპორტაჟს მიუძღვნის საქართველოს დედაქალაქში გამართულ ჩემპიონატს.

 

„მსოფლიო თასის გათამაშებას“ უცხოეთიდან ჩამოსული ხუთასამდე სტუმარი, ჟურნალისტები, სპორტული სააგენტოების წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.

 

ტურნირი თბილისის ცირკში, 21 მარტს, 18:00 საათზე ჩატარდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცირკის სალაროსა და biletebi.ge-ზე.

 

ღონისძიება თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იმართება, რომელსაც „საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია“ უწევს ორგანიზებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი