პარლამენტის საიტზე ატვირთული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება დაახლოებით 4.6 მლნ ლარით გაეზრდება და 62,8 მლნ ლარს შეადგენს.
2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარით განისაზღვრება. აქედან მიმდინარე ხარჯები 11.3 მილიარდი ლარი და მშპ-ის 23.5%-ია. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულია 3.7 მილიარდი ლარი, ხოლო ვალის დაფარვისთვის – 1 მლრდ ლარი.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა.
ბიუჯეტის ახლად გამოქვეყნებული პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის და განხილვის ეტაპზე შესაძლებელია მასში ცვლილებების შეტანა.