ახალი ამბები

რამდენიმე რჩევა პირის ღრუს ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დასაცავად

20 მარტი, 2015 •
რამდენიმე რჩევა პირის ღრუს ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დასაცავად

 

– კბილები აუცილებლად გაიხეხეთ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამის შემდეგ 3 წუთის განმავლობაში. აღნიშნული დრო რომ აკონტროლოთ, გახეხვის დაწყებისას ჩართეთ თქვენი საყვარელი სიმღერა, სიმღერის დასრულებასთან ერთად კი დაასრულეთ კბილების გახეხვაც;

 

-გახეხვის შემდეგ გამოიყენეთ კბილების საწმენდი სპეციალური ძაფი.მისი მეშვეობით კბილები საკვების ნარჩენებისგან გათავისუფლდება;

 

-პროფილაქტიკისთვის გახეხვის შემდეგ, დღეში ორჯერ,  აუცილებად გამოიყენეთ პროფილაქტიკური სავლები. სავლები აუცილებელია ლოყების, სასის და ღრძილების ლორწოვანი გარსის გასასუფთავებლად, რომელსაც ჯაგრისით ვერ ვიწმენდთ. აღნიშნული სავლები აფთიაქებში იყიდება და მის შერჩევაში თქვენი სტომატოლოგი უნდა დაგეხმაროთ. პროფილაქტიკურის გარდა, არსებობს სამკურნალო სავლები, რომელსაც ექიმი საჭიროების შესაბამისად დაგინიშნავთ;

 

-კბილების გახეხვასთან ერთად, აუცილებლად გაიწმინდეთ ენა, რადგან მასზე ბევრი ბაქტერია გროვდება;

 

–სულ არსებობს 3 ტიპის ჯაგრისი – რბილი, საშუალო სირბილის და მაგარი. ჩვენ პაციენტებს საშუალო სირბილის ჯაგრისის გამოყენებას ვურჩევთ, რომელიც 2-3 თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა გამოცვალოთ. რბილი ჯაგრისი მხოლოდ ოპერაციების შემდგომ ინიშნება, თუმცა, იშვიათად. რაც შეეხება მაგარ ჯაგრისს, მას ჩვენს პაციენტებს არ ვუნიშნავთ;

 

პირის ღრუს ჰიგიენა
პირის ღრუს ჰიგიენა

– ჩვეულებრივი ჯაგრისების გარდა არსებობს ელექტროჯაგრისი, რომლის ფასები დაახლოებით 15$-დან იწყება და მისი შოვნა აფთიაქების დიდ ნაწილშია შესაძლებელი. ელექტროჯაგრისი გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ ის თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. მას ჩვეულებრივ ჯაგრისთან შედარებით განსაკუთებული უპირატესობა არ გააჩნია, თუმცა აღნიშნული ჯაგრისი გაცილებით უკეთ ასუფთავებს უკანა კბილების უკანა კედლებს;

 

-მათთვის, ვისაც მაღალი მგრძნობელობა აქვს და კბილების გახეხვა უჭირს, მოსახერხებელი იქნება ულტრაბგერითი ელექტროჯაგრისი, რომელიც კბილებს მექანიკური ზეწოლის გარეშე წმენდს, თუმცა ის ძვირი სიამოვნებაა. აღნიშნული ჯაგრისის ღირებულება ამერიკულ ინტერნეტმაღაზიებში 130$-დან იწყება და 200$-საც კი აღწევს, გარდა ამისა, მისთვის განკუთვნილი სპეციალური კბილის პასტის ღირებულება დაახლოებით 20$-ია. 24$-დან იწყება ულტრაბგერითი ჯაგრისის თავების ფასი;

 

– ეცადეთ კბილების გასახეხად გამოიყენოთ სხვადასხვა კბილის პასტა. როგორც წესი, ერთი და იმავე კბილის პასტის გამოყენებისას, პირის ღრუს მიკროფლორა აღნიშნული პასტისადმი რეზისტენტულობას იძენს, ანუ კარგავს მგრძნობელობას. დაიმახსოვრეთ, რომ კბილების გახეხვის ეფექტიანობა უფრო მეტად გახეხვის წესსზეა დამოკიდებული და უფრო ნაკლებად – კბილის პასტის ტიპზე;

 

-სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტების რაოდენობა, შეიძლება, მერყეობდეს წელიწადში 1 ვიზიტიდან 4 ვიზიტამდე, თუმცა ისიც შეიძლება შეიცვალოს თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. რაც შეეხება კბილების პროფესიულ წმენდას, გირჩევთ, ამ მიზნით თქვენს სტომატოლოგს 6 თვეში ერთხელ მაინც ესტუმროთ. რიგ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ვადა შემცირედეს.

 

ამ რჩევებთან ერთად დაიმახსოვრეთ ყველაზე მთავარი: პირის ღრუს ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ზოგად ჯანმრთელობასთან. პირის ღრუს ჯანმრთელობა კი იწყება პირის ღრუს ინდივიდუალური და პროფესიული ჰიგიენით. მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ გაითვალისწინოთ სტომატოლოგის რეკომენდაცია. ამით თავს აარიდებთ სხვადასხვა დაავადებას, ან დროულად მოახდენთ მათ დიაგნოსტიკას და მკურნალობასაც ადრეულ ეტაპზე დაიწყებთ.

 

პირის ღრუს ჰიგიენასა და ჯანმრთელობასთან  დაკავშირებით თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, შეგიძლიათ მოგვწეროთ სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგოს“ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/IndigoDentalClinics

 

კლინიკის ვიდეო სიახლეები კი გამოიწერეთ იუთუბზე: https://www.youtube.com/channel/UCFfICoF4wp8my2FWuGqch4w

 

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო”:

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 187/189

(+995 32)2 731313 (+995) 514 311113

——————————————–

ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა.29

(+995 04 22) 22 30 03,

(+995 04 22) 27 11 81 (+995) 514 131131

მასალების გადაბეჭდვის წესი