“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მთავრობის დაპირება პენსიის ზრდასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პიარია.
ბაქრაძის თქმითვე, სრულიად გაუგებარია, როცა მთავრობა 2020 წლის ივლისადნ პენსიას 30 ლარით მხოლოდ 70 წელს გადაცილებულ პირებს მოუმატებს. მისი მტკიცებით, საბაზისო პენსიის 50 ლარით მომატების რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტს გააჩნია და ეს მთავრობამ ამ წლის ბოლომდე უნდა გააკეთოს.
“ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება მთავრობის მხრიდან, რომ ადამიანების პრობლემები კი არ აწუხებთ ,მათი ამოცანაა წინასაარჩევნოდ შეიქმნან ის პიარი და განწყობა, თითქოს რაღაცა კეთდება ხალხისთვის.
ამ ქვეყანაში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა 69 წელია და მთავრობა იძახის, პენსიას 30 ლარით მოუმატებს 70- წლის ასაკიდან. ეს არის ის დაპირება, რომელიც პენსიონერებს შეეხება?! რა დააშავეს იმ პენსიონერებმა, რა პრინციპით ხდება პენსიონერების გაყოფა, რომ 68 წლის პენსიონერს არ ეკუთვნის და არ სჭირდება გაზრდილი პენსია და სჭირდება მხოლოდ 70 წელს ზემოთ.
ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება მთავრობის მხრიდან, რომ ადამიანების პრობლემები კი არ აწუხებთ, მათი ამოცანაა, წინასაარჩევნოდ შეიქმნან ის პიარი და განწყობა, თითქოს რაღაცა კეთდება ხალხისთვის”,-ამბობს ბაქრაძე.
დღეს, 30 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. პრემიერის განცხადებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის მოხდება დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა.