“სტრატეგია აღმაშენებელი”, რომლის პრეზენტაციაც პირველ ოქტომბერსაა დაგეგმილი, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერ გიორგი ვაშაძესთან არის დაკავშირებული.
“სტრატეგია აღმაშენებელი” არის პროექტი, რომლის ანონსებიც აქტიურად ქვეყნდებოდა როგორც სოციალურ ქსელებში, ისე თბილისის ქუჩებში.
დღეს, 30 სექტემბერს გიორგი ვაშაძემ სარეკლამო SMS-ები დაგზავნა, სადაც ამბობს, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” “საქართველოს განვითარების გეგმაა”.