ახალი ამბებირეკლამა

აბაკელიას ქ. №13-ში სადარბაზოს რეაბილიტაცია დასრულდა

30 სექტემბერი, 2019 • 1029
აბაკელიას ქ. №13-ში სადარბაზოს რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდაზე, აბაკელიას ქ. №13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადარბაზოს რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად აღდგა წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში არსებული სადარბაზოს ისტორიული კიბე და მოაჯირი, დაიგო გრანიტის ფილები, შეიღება კედლები და ჭერი. რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდა შესასვლელ კარს.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით” განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 24 419 ათასი ლარი დაიხარჯა. რეაბილიტირებული სადარბაზო მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი