ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადება “ოცნებას” აწყობს, არსად ჩამომსვლელი ეგ არაა – კობერიძე

30 სექტემბერი, 2019 •
სააკაშვილის განცხადება “ოცნებას” აწყობს, არსად ჩამომსვლელი ეგ არაა – კობერიძე

“სააკაშვილი ამბობს იმას, რაც ყველაზე მეტად აწყობს ოცნებას, არსად ჩამომსვლელი ეგ არაა, მაგრამ ორპოლუსიანობა, მხოლოდ ორი არჩევანი და ხალხის პრობლემების ერთმანეთზე გადაბრალება არის ამ ორი პოლიტიკური პარტიის 2020 წლის საარჩევნო დღის წესრიგი”, – ამ განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აკეთებს.

გუშინ მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

კობერიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის და “ოცნების” მიზანია, 2020 წლის არჩევნებზე “ხალხი ვისხდეთ და პირდაფჩენილებმა ვუყუროთ ამ ორმოქმედებინ სპექტაკლს, სახელად “ბუა მოდის “.

“აღარ გამოვა ეგრე – არჩევნებზე ხალხს უნდა ჰქონდეს და ექნება კიდეც არჩევანი, ეს მათი უფლებაა. 2020 წლის არჩევნები არჩევანის უფლებით”, – აცხადებს კობერიძე.

სააკაშვილი: უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი