ახალი ამბები

სააკაშვილი: უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში

30 სექტემბერი, 2019 • 3007
სააკაშვილი: უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება “მთავარი არხის” ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებას უახლოეს თქვეებში გეგმავს. სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ქართველ ხალხთან ერთად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს:

“უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მოდით, გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი […].

ერთხელ მე გადავკვეთე უკრაინის საზღვარი, როდესაც უკრაინის ხელისუფლება მემუქრებოდა დაპატიმრებით და უკრაინელმა ხალხმა გამათავისუფლა. მე არ მეშინია ჩემს სამშობლოში დაბრუნების და ჩემს მოქალაქეებთან საუბრის. ისინი [ხელისუფლება] არიან ძალიან სუსტები, ისინი საერთოდ ვეღარ გაუწევენ წინააღმდეგობას ქართველ ხალხს” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მას კონსულტაციები აქვს როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე საქართველოს სხვა მოქალაქეებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი