საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრა პოზიტიური მოვლენა იყო.
წულუკიანი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აღნიშნულ შეხვედრას ბოლო დროის დიპლომატიურ ურთიერთობებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრად აფასებს:
“მე მივიჩნევ, რომ ეს [შეხვედრა] არის პოზიტივი და 11 წლის შემდეგ პირველად ხდება, როცა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სხდებიან მგაიდასთან და ქართულ მხარეს აქვს საშუალება რუსეთს პირდაპირ უთხრას ოკუპაციაზე რაც არის სათქმელი. ამ შეხვედრაზე არაფერი დაგეგმილა, მაგრამ მე პირადად, თუკი მომავალშიც ამვვარი შეხვედრები შესაძლებელი იქნებოდა, მხოლოდ მივესალმები და მართლაც მივიჩნევ, რომ ბოლო დროის დიპლომატიურ ურთიერთობებში ეს შეხვედრა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრა.
არც იმას მოვერიდები და ვიტყვი, რომ ახლა ასე არ ყოფილა და, მართლაც, შვეიცარიულ მხარეს მადლობა ეკუთვნოს იმ მიშაობის გამო, რაც ჩვენთან და რუსებთან გასწიეს და ეს ორი ადამიანი ერთმანეთს შეახვედრეს. თუკი მომავალში ჩვენი ქვეყნის ინტერესს დასჭირდება ზალკალიანმა დიახაც, უნდა მოითხოვოს შეხვედრა, როცა ის ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესისთვის და იმ ოჯახების ინტერესისთვის ვინც საოკუპაციო ხაზთან იტანჯება ეს გარკვეული შვების მომცემო იქნება” – თქვა თეა წულუკიანმა გადაცემაში “კვირის თემა”.
ამავე თემაზე:
შეხვედრა ზალკალიანის თხოვნით გაიმართა და ფრენების აღდგენაზე ვისაუბრეთ – ლავროვი