ახალი ამბები

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

29 სექტემბერი, 2019 •
იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი, კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი