Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილი სოხუმიდან, რომელმაც ომის დროს სოხუმის მნიშვნელოვანი შენობები ხანძარს გადაარჩინა

29 სექტემბერი, 2019 •
დევნილი სოხუმიდან, რომელმაც ომის დროს სოხუმის მნიშვნელოვანი შენობები ხანძარს გადაარჩინა

მერაბ კორძახია სოხუმის სახანძრო სამსახურის ყოფილი უფროსია, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს არაერთი მნიშვნელოვანი შენობა გადაარჩინა და ერთ-ერთი ბოლო ეთნიკური ქართველი იყო, რომელმაც აფხაზეთი ომის შემდეგ დატოვა. სოხუმიდან დევნილი დღეს თბილისში, ერთ-ერთ კომპაქტურ დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სახელმწიფოსგან ბინა ამ დრომდე არ მიუღია.

ნეტგაზეთთან საუბარში მერაბ კორძახია ომის დღეებში სოხუმის მნიშვნელოვანი შენობების, მათ შორის სოხუმის დრამატული თეატრის შენობის გადარჩენაზე და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის შესაძლო პერსპექტივაზე საუბრობს.


მასალების გადაბეჭდვის წესი