ახალი ამბები

ივანიშვილს გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს – კვირიკაშვილი

29 სექტემბერი, 2019 •
ივანიშვილს გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს – კვირიკაშვილი

ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი არ არის, თუმცა მას გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს.

კვირიკაშვილი, რომელმაც თანამდებობის დატოვებისას ღიად ისაუბრა ივანიშვილთან აზრთასხვადასხვაობაზე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ის ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რასაც როგორც წესი არ უნდა იღებდეს:

“დღეს ჩვენი ინსტიტუტები არ მუშაობს და ბიძინა ივანიშვილს გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაგალითად სასამართლო, პარლამენტი და სხვა.. თავის ფუნქციას ასრულებდნენ.

რაც შეეხება იმას არის თუ არა ერთპიროვნული მმართველი, ეს შეიძლება თქვათ დიქტატორზე… ჯერჯერობით ჩვენთან მსგავსი სიტუაცია არ არის. არის პრობლემები, ინსიტუციები არ მუშაობენ და ივანიშვილი ღებულობს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ უნდა ღებულობდეს,”-აცხადებს კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი