ახალი ამბები

ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა – საგანგებო სიტუაციების სამსახური

28 სექტემბერი, 2019 •
ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა – საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდა მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს მათთან შეტყობინება შევიდა რომ შენობის ჩამონგრევის საშიშროება არსებობდა.

“კორპუსიდან 18 ოჯახის ევაკუაცია განვახორციელეთ. მათ შორის იყო ორი მოქალაქე, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო და ისინი ჩვენ გამოვიყვანეთ.”

მათივე ცნობით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან. დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

როგორც ნეტგაზეთს თბილისის მერიაში უთხრეს მოსახლეობას დროებით სასტუმროში გადაიყვანენ. სამგორის რაინოს გამგებლის კახა სამხარაძის თქმით, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დღესვე დაიწყება.

“კიბის გამაგრების სამუშაოები დღესვე დაიწყება. მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილნი. ისინი სასტუმროში დავაბინავეთ. სანამ გამაგრებითი სამუშაოები არ დასრულდება, მანამდე მათ ქირით გადავიყვანთ. მას შემდეგ რაც ეს კორპუსი ჩაგვბარდება და უსაფრთხო იქნება აქ ცხოვრება შემდეგ შევასახლებთ ისევ,”-აცხადებს გამგებელი.

თავად კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლი ავარიულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი