ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის წესებს ამკაცრებს

19 მარტი, 2015 •
ცხინვალი რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის წესებს ამკაცრებს

ოფიციალური ინფორმაციით, კონტროლის გამკაცრება სამხრეთ ოსეთში არალეგალი მიგრანტების შემოდინების რისკებს უკავშირდება. აღნიშნულმა ფაქტმა [საზღვრის გადაკვეთის წესის გამკაცრებამ], როგორც რეს-ი წერს, მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. 

 

“გამშვები პუნქტი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთ შორის 5 წელია არსებობს, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მგზავრი კვეთს, თუმცა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები მესაზღვრეებს არ აჩვენებენ პასპორტებს და რეგისტრაციას არ გადიან. ცვლილებების შედეგად კი, რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. იმ ქვეყნების მოქალაქეებს კი, ვისაც სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია, სამხრეთ ოსეთში შესვლამდე სამი დღით ადრე საგარეო უწყებას უნდა აცნობონ, რისთვისაც მათ სპეციალური უწყებებიდან ნებართვა დაჭირდებათ”.

 

როგორც რეს-ი წერს, ცვლილება ძირითადად უზბეკეთისა და ტაჯიკეთის შრომითი მიგრანტების არალეგალურად შემოდინების გამო გახდა საჭირო. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი