ვარკეთილში გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის საქმეზე 6 პირი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რაც შეეხებათ ბრალდებულებს, მათ ბრალი სსკ0ის 178-ე მუხლით ედებათ. აღნიშნული მუხლი ძარცვას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ საქმის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.
ვარკეთილში 16 წლის მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 23 სექტემბერს დაიღუპა.