ახალი ამბები

სიღნაღის რაიონში კაცმა 27 წლის ქალი მოკლა და თავი ჩამოიხრჩო

19 მარტი, 2015 • 1435
სიღნაღის რაიონში კაცმა 27 წლის ქალი მოკლა და თავი ჩამოიხრჩო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ქალის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, კაცის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას. 

 

შსს–ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრალდებულმა პირმა ერთი გასროლით მოკლა გოგონა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკლველობით დაასრულა. სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა თითქმის დადგენილია, რომ სწორედ ეს კაცია ახალგაზრდა ქალის მკვლელობაშიც ბრალდებული.

 

მოკლული ქალის ახლობლები კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას აცხადებენ, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ახალგაზრდა მსხვერპლმა პოლიციას მიმართა, რომ მას ემუქრებოდნენ, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი