ახალი ამბები

პრეზიდენტმა ერთი უვადო მსჯავრდებული შეიწყალა

19 მარტი, 2015 •
პრეზიდენტმა ერთი უვადო მსჯავრდებული შეიწყალა

“უვადო მსჯავრდებულის  შეწყალების თაობაზე კომისიამ დადებითი რეკომენდაცია შესთავაზა პრეზიდენტს.  პრეზიდენტმა გაითვალისწინა რეკომენდაცია და დღეს მან ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, უვადო მსჯავრდებული შეიწყალა და დაუდგინა გათავისუფლების ვადა”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით,  პატიმარი უვადო სასჯელს იხდიდა რამდენიმე მუხლით, ყველაზე მძიმე ბრალი, რომელიც მას ჰქონდა წაყენებული, ეს არის განზრახ მკვლელობა.

 

“მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 15 წელზე მეტი სასჯელი. პრეზიდენტმა მას დაუდგინა ვადა და ჯამურად მას ექნება მოსახდელი არაუმეტეს 25 წლისა”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი