მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვერპლთან ირიბი მინიშნებებით საუბარი – ჩუგოშვილი ბესელიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება პარლამენტში მომხდარ გუშინდელ ინციდენტს, რა დროსაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა “ბესელიას მორალი” ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.

“პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვერპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვერპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესმის, მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კარგი იყო, რომ [ზარდიაშვილს] ვთხლიშე, მისი სახით [ივანიშვილსაც] ვთხლიშე — ბესელია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com