ახალი ამბები

“სოლიდარობა ეკა ბესელიას“ – პარლამენტთან აქცია იგეგმება

26 სექტემბერი, 2019 • 1753
“სოლიდარობა ეკა ბესელიას“ – პარლამენტთან აქცია იგეგმება

“ქალთა მოძრაობა“ ეკა ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს და ხვალ, 27 სექტემბერს, პარლამენტთან სოლიდარობის ქციას აანონსებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დღემდე როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში ქალების შერცხვენის მთავარი იარაღი მათივე სექსუალობაა. ამ უკანასკნელის მაგალითი კი პირადი ხასიათის ვიდეოების ფარულად ჩაწერა და შემდეგ ონლაინ-სივრცეში გავრცელებაა.

“ვთვლით, რომ საზოგადოების მკაფიო პროტესტია საჭირო იმაზე, რაც ხდება ეკა ბესელიას წინააღდეგ დღევანდელ პარლამენტში. ამიტომ, ვისაც გსურთ სოლიდარობა გამოხატოთ, 27 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შესასვლელთან.

ასევე, ერთად დავგმოთ ყველა იმ პოლიტიკოსის ქცევა, ვინც მუდმივად ცდილობს პოლიტიკოსი ქალის შერცხვენას და შანტაჟს! განსაკუთრებულად ველოდებით პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობის გამოხატვას საჯაროდ და გვაქვს იმედი, რომ ხვალ ჩვენს გვერდით იქნებიან ისინი, პარტიული კუთვნილების მიუხედავდ!“, – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს, 26 სექტემბერს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლე მირანდა ერემაძესთან გასაუბრების დროს ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს პირზე ხელი აარტყა. როგორც შემდგომ ბესელიამ განმარტა, ზარდიაშვილმა მისი მორალი ნეგატიურ კონტექსტში ახსენა. ბესელია ზარდიაშვილის ამ ქემდებას ჟურნალისტებთან “იაფფასიან, დაგეგმილ პროვოკაციად“ შეფასა. 

ზარდიაშვილმა კი ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ საზოგადოებას უხდის ბოდიშს იმის გამო, რომ „მსგავსი ფაქტების ნახვა მოუწიათ“, შემდეგ კი თქვა: „ეს არ ჯდება ჩემს ხასიათში. მაგიტომ შევეცადე, რომ მას არ ავყოლოდი. ქართული საზოგადოება ნამდვილად არ იმსახურებს საკანონმდებლო ორგანოდან მსგავსი ხასიათის ფაქტების ნახვას“.

შეურაცხყოფა არ მიმიყენებია — ზარდიაშვილი იმეორებს რეპლიკას „ბესელიას მორალზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი