ახალი ამბები

პასუხისმგებლობას ვაკისრებ პირადად ივანიშვილს – ბესელია ზარდიაშვილთან ინციდენტზე

26 სექტემბერი, 2019 •
პასუხისმგებლობას ვაკისრებ პირადად ივანიშვილს – ბესელია ზარდიაშვილთან ინციდენტზე

“პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის [ვანო ზარდიაშვილი] დღეს “ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს, მე ვაკისრებს ივანიშვილს პირადად.

მისი პასუხისმგებლობაა, რომ დღეს “ოცნება“ ლაპარაკობს ადეიშვილის ღამის მორიგეებისა თუ ღამის ასისტენტების, ხელის ბიჭების სახელით. დღეს ეს ადამიანი მისი სახეა, ამიტომ პასუხისმგებლობას მე ვაკისრებ პირადად“, – ეს იყო ეკა ბესელიას პირველი კომენტარი ვანო ზარდიაშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

დღეს, 26 სექტემბერს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლე მირანდა ერემაძესთან გასაუბრების დროს ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს პირზე ხელი აარტყა. როგორც შემდგომ ბესელიამ განმარტა, ზარდიაშვილმა მისი მორალი ნეგატიურ კონტექსტში ახსენა. ბესელია ზარდიაშვილის ამ ქემდებას ჟურნალისტებთან აფასებს  “იაფფასიან, დაგეგმილ პროვოკაციად“ და ამბობს:

“როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, მათი მონა ზარდიაშვილი, პროვოკაციის მოასწყობად გამოუშვა. მეტი მათ არაფერი იციან და ეხერხებათ. მათ ნახეს, თუ როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მოსამართლე, რომელიც დღეს ვერ უძლებს მის მიმართ არსებულ კითხვებს, ის კადრეეი და კითხვები, რომელიც გაჟღერდა – ეს ააშკარავებდა იმ სურათს, რაც დღეს “ქართულ ოცნებას“ აქვს დაგეგმილი. ამ ყველაფრის გადასარჩენად შემოუშვეს ეს ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო პასუხი ჩემს პროვოკაციაზე,“ – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი და “რამდენჯერაც გაბედავს ან ეგ, ან ვინმე სხვა – მიიღებს პასუხს“.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის ნაწილს, ბესელია ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, ვინაიდან ზარდიაშვილი დღეს “ქართული ოცნების“ სახეა.

“ამ არარაობასთან არანაირი საქმე არ ამქვს. რა თქმა უნდა, მას თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანმა, მაგრამ არც იმას ვაპირებ, ის შეურაცხყოფები ჩვეულებრივად “გავატარო“, – ამბობს ბესელია.

“რა ბესელიას მორალი?” – ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი