„ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ვანო ზარდიაშვილმა სექსისტური კითხვა დაუსვა ტვ პირველის წამყვანს, დიანა ტრაპაიძეს ეკა ბესელიასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ:
„როგორც მანდილოსანს, როგორც ქალბატონს, სუსტი სქესის წარმომადგენელს, ობიექტურ ჟურნალისტს და ტელეწამყვანს, თქვენ მოგეწონათ ეკა ბესელიას დღევანდელი საქციელი?”
პასუხად ჟურნალისტმა უპასუხა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელი არ არის.
26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.
ეკა ბესელიას თქმით, ზარდიაშვილმა მას „ამორალური პროვოკაცია“ მოუწყო და მისი მისამართით ამბობდა ისეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომლებიც ზღვარს სცდება. წელს ბესელიას სოციალურ ქსელებში პირადი, ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს.
ვრცლად:
შეურაცხყოფა არ მიმიყენებია — ზარდიაშვილი იმეორებს რეპლიკას „ბესელიას მორალზე“