ახალი ამბები

27 სექტემბერს ეროვნული ბანკი 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის

26 სექტემბერი, 2019 •
27 სექტემბერს ეროვნული ბანკი 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის

საპროცენტო განაკვეთის 0.5%-ით ზრდის შემდეგ, ლარის კურსის გამო, ეროვნული ბანკი ამჯერად 40 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას აპირებს. სებ-ს დოლარს ხვალ, 27 სექტემბერს გამართულ სავალუტო ბაზარზე გაყიდის.

“ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად,” – აცხადებენ სებ-ში.

რაც შეეხება ლარს, დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.98 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს. აგვისტოს მდგომარეობით რეზერვების მოცულობა დაახლოებით 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი