ახალი ამბებირეკლამა

ნიშნიანიძის ქუჩაზე საყრდენი კედელი შენდება

26 სექტემბერი, 2019 • 1135
ნიშნიანიძის ქუჩაზე საყრდენი კედელი შენდება

მთაწმინდაზე, ნიშნიანიძის ქ.№3-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, 13 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი და ლითონის მოაჯირი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება. კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 52 409 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნულ სამუშაოებს, რომელიც ნოემბერში დასრულდება, შპს „არქიტრავი“ აწარმოებს. მიმდინარე წლისთვის მთაწმინდაზე, მსგავსი პრობლემის გამო, გრუნტის დამჭერი ხუთი კედლის მოწყობა დასრულდა. წლის ბოლომდე კიდევ შვიდი კედელი მოეწყობა.

კედლების მშენებლობისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 617 270 ათასი ლარი დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი