ახალი ამბები

ხაზარაძემ „ლელოს“ მორიგი 12 წევრი წარადგინა

26 სექტემბერი, 2019 •
ხაზარაძემ „ლელოს“ მორიგი 12 წევრი წარადგინა

დღეს მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა “ლელოს“ მორიგი 12 წევრი წარადგინა.

ხაზარაძის მიერ დასახელებული ახალი წევრებში არიან :

  • ალექს ბოლქვაძე – ადვოკატი;
  • ნიკა ჩერქეზიშვილი – პოეტი, აქტივისტი;
  • თამარ შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნე;
  • ნია ჭაჭიაშვილი – მასწავლებელი; გიორგი წურწუმია – ჰიდროინჟინერი;
  • ამირან ფაჩუაშვილი – იურისტი;
  • ბექა მიქაძე – გამომგონებელი;
  • ვახტანგ კოტრიძე – გამომგონებელი;
  • ქეთევან მატაბელი – მხატვარი;
  • ნინო თელია – კონსტიტუციონალისტი;
  • ვასილ ჭეიშვილი – ექიმი;
  • თამაზ ბუთხუზი – ფიზიკოს-მათემტიკოსი;

მანამდე ხაზარაძემ “ლელოს” მოძრაობის 12 ლიდერი ერთხელ უკვე წარადგინა, ესენია:

  1. ლანა გალდავა – იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  2. ლევან ბოძაშვილი – უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი;
  3. თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი, პროფესიით ჟურნალისტი;
  4. კახა კოჟორიძე – იურისტი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი;
  5. მედეა მეტრეველი – პროფესიით ფილოლოგი, “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” ყოფილი ხელმძღვანელი 2014-2015 წლებში;
  6. გია გუგუშვილი – მხატვარი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი;
  7. საბა ბუაძე – იურისტი;
  8. გიგლა მიქაუტაძე – ეკონომისტი; გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი;
  9. ქეთი ენუქიძე – ფილოლოგი, ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი;
  10. ელენე მელიქიშივილი – პოლიტიკის მკვლევარი;
  11. გია მორდეხაშვილი – ბიზნესმენი;
  12. დავით გელაშვილი – ეკონომისტი.

ხაზარაძის თქმით, აღნიშნული ადამიანები იმუშავებენ საზოგადოებრივ მოძრაობაში და მათი ნაწილი შეიძლება ვიხილოთ პარტიაში, თუმცა პარტია სხვა სახეებით დაკომპლექტდება და ეს მოძრაობა პარტიად არ გარდაიქმნება.

მამუკა ხაზარაძემ ახალი მოძრაობა “ლელო” 12 სექტემბერს დააფუძნა და თქვა, რომ მალევე დააფუძნებს პარტიასაც. ამავე დღეს მან თქვა, რომ მოძრაობა ყველა სფეროში 12 ლიდერს მოძებნის.

მამუკა ხაზარაძის დაანონსებული სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ ოფიციალურად პოეტმა რატი ამაღლობელმა დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. ორგანიზაციის დირექტორადაც თავად რატი ამაღლობელია დარეგისტრირებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი