ახალი ამბები

განახლებული “გვიანი შოუს” წამყვანები ამიკო ჩოხარაძე და სოფო გორდაძე არიან

25 სექტემბერი, 2019 •
განახლებული “გვიანი შოუს” წამყვანები ამიკო ჩოხარაძე და სოფო გორდაძე არიან

“რუსთავი 2”-ზე იუმორისტულ გადაცემის, “გვიანი შოუს” წამყვანები ამიკო ჩოხარაძე და სოფო გორდაძე არიან.

“გვიანი შოუ” “რუსთავი 2”-ზე მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. შოუს წამყვანები ილო ბეროშვილი და ნიკა გრიგოლია იყვნენ, რომელთაც “რუსთავი 2” დატოვეს.

ამიკო ჩოხარაძემ, როგორც თავად აღნიშნა, კარიერა სწორედ “რუსთავი 2”-ზე, “კლაბ შოუდან” დაიწყო, შემდეგ კი GDS-ში გადავიდა.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” და სხვადასხვა პროგრამები ეთერს ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი