ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“წნელისში კრიზისის ინიციატორი ვაშინგტონი აღმოჩნდა” – მედოევი

26 სექტემბერი, 2019 •
“წნელისში კრიზისის ინიციატორი ვაშინგტონი აღმოჩნდა” – მედოევი

“ვაშინგტონი აღმოჩნდა წნელისში, საზღვართან კრიზისისა და დაძაბულობის ავტორი და ინიციატორი”,- აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი მედოევი რუსულ მედიასთან საუბარში.

“საკუთარი ინტერესების მისაღწევად, აშშ-მა რეგიონში შექმნა “უკიდურესად საშიში სიტუაცია” და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაცებისკენ უბიძგა მიმდინარე წლის აგვისტოში. ამ მოვლენას განვითარებაც ექნება არა მხოლოდ ოსურ და აფხაზურ საზღვრებთან, სხვა მეობლებთანაც – თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რომლებთანაც საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიები აქვს საქართველოს”.

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას დაძაბულობა მოჰყვა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი პოსტის დაშლას მოითხოვდა და თბილისს პროვოკაციებში ადანაშაულებდა. აღნიშნული საკითხის  განხილვას რუსულ და ოსურ მედიაში პერიოდულად უბრუნდება ოსური მხარე.

რა ხდება ჩორჩანასთან? – მოკლედ და გასაგებად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი