ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ტრამპს საჩუქრად წიგნი “რელიგიები საქართველოში” გადასცა

25 სექტემბერი, 2019 •
ზურაბიშვილმა ტრამპს საჩუქრად წიგნი “რელიგიები საქართველოში” გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, დონალდ ტრამპს საჩუქრად წიგნი “რელიგიები საქართველოში” გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური მიღება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ხოლმე. სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი