საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.
საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება “საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინარული პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე.
ჯერჯერობით უცნობია, როდიდან ამოქმედდება საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო მიმოსვლა.