ახალი ამბები

მერიამ, შესაძლოა, დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის გაყვანაზე იფიქროს – ბითაძე

25 სექტემბერი, 2019 •
მერიამ, შესაძლოა, დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის გაყვანაზე იფიქროს – ბითაძე

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, შესაძლოა, მერიამ  დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის გაყვანაზე იფიქროს.

ბითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქს ამ დრომდე არ ჰქონდა სატრანსპორტო გენერალური გეგმა და როდესაც ხელისუფლება დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობდა, სატრანსპორტო გენგეგმა იყო მთავარი გამოწვევა.

დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, ამ გენერალური გეგმით უნდა დაიგეგმოს ყველა უბნის, ქუჩის, ყველა საზოგადოებრივი ტრანპორტის კომპონენტი ინფრასტურქტურული კუთხით.

“გენერალური გეგმა ერთიან ჭრილში, 15-წლიან გეგმაში დაგვანახებს, თუ რა ახალი გზები, ველობილიკები, საფეხმავლო გზები და ახალი ხიდები უნდა მოეწყოს, რა ტიპის ინფრასტურქურა უნდა მოეწყოს. მაგალითად, ახალი მეტრო სად უნდა დაიგეგმოს, ამ კუთხით გეგნრალური გეგმა შემუშავდება დანიური კომპანიის მიერ, რაც საბოლოო ჯამში, თავისთავად ცვლილებებს შეიტანს მოქმედ გენერალურ გეგმაში“, – განმარტავს მაია ბითაძე.

მისივე თქმით, სამარშრუტო სქემის მიხედვით, რომელსაც “სისტრა“ გეგმავს, ყველაზე სუსტი წერტილი დიდი დიღომია, სადაც მერია 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნას აპირებს. ამ ავტობუსებმა ეს უბანი ქალაქის ცენტრთან უნდა დააკავშიროს.

“გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ გამოვლინდა, რომ ეს 24-მეტრიანი ავტობუსებიც არ იქნება საკმარისი გლდანი-დიდი დიღომიდან ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად, ამ შემთხვევაში პერსპექტივაში იქნება იმაზე ფიქრი, იქნება თუ არა დასამატებელი ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ახალი ხაზი სწორედ ამ მიმართულებით, რომელიც ყველაზე სენსიტიურია მჭიდრო განაშენიანებისა და ტრანსპოტის კუთხით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი