ახალი ამბები

Reuters: აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

25 სექტემბერი, 2019 •
Reuters: აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ელის, რომ განცხადება პოლონეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ უახლოეს კვირებში გაკეთდება, მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ლიდერი დაასრულებს შეხვედრებს თავდაცვაზე, უსაფრთხოებაze, ენერგეტიკასა და სხვა საკითხებზე.

ანდრეი დუდასთან შეხვედრისას ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ გეგმავს, აშშ-ის სამხედრო პერსონალი პოლონეთში გაგზავნოს და აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობისგან მიიღო თანხმობა მათთვის ბაზის მშენებლობის დაფინანსდებასთან დაკავშირებით. ტრამპს ამჯერად არ დაუკონკრეტებია, რამდენ სამხედროზეა საუბარი.

თუმცა, როგორც “როიტერსი” წერს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ივნისში გაკეთებული განცხადების მიხედვით, საუბარი 1 000 ჯარისკაცზე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი