ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის რუსულ სამხედრო დანაყოფში ჯარისკაცი დაჭრეს

17 მარტი, 2015 •
ცხინვალის რუსულ სამხედრო დანაყოფში ჯარისკაცი დაჭრეს

პროკურატურის ინფორმაციით, ინციდენტი 20 იანვარს მოხდა, თუმცა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია 16 მარტს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “სანკტ-პეტერბურგის ჯარისკაცთა დედები”გაავრცელა.

 

დაზარალებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც, ორგანიზაციის ცნობით, ჯარისკაცს უკვე სამი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

ფაქტზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი