ტყიშბულში უკვე მეორე დღეა, რაც მეშახტეთა აქცია მიმდინარეობს. მეშახტეები ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილნი, მათ თან ჰყავთ ოჯახის წევრები, მათ შორის შვილებიც.
მეშახტეთა ნაწილი ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად შვილები სკოლებსა და ბაღებში არ გაუშვეს. მათი თქმით, გაფიცვაში, შესაძლოა, მთელი ქალაქის სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი, მათ შორის, გარემოვაჭრეები და მასწავლებლები ჩაერთონ.
მეშახტეთა პროტესტი ტყიბულში გუშინ, 24 სექტემბერს დაიწყო. 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობს, — იუწყება გაერთიანებული პროფკავშირები (GTUC).
მეშახტეები ამბობენ, რომ უკვე წელიწადზე მეტია შახტები არ მუშაობენ, ხელფასი კი მათ უგვიანდებათ. ამ უკანასკნელის გარეშე კი ცხოვრებისთვის აუცილებელი სურსათის ყიდვა არ შეუძლიათ. მეშახტეთა უპირველესი მოთხოვნა სწორედ ხელფასის დროული დარიცხვაა.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ შეხვდნენ მთავრობისა და საქნახშირის წარმომადგენლებს, რათა “ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს მეშახტის მდგომარეობა“.
აქცია ტყიბულში. ფოტო: რადიო თავისუფლების ვიდეო
ვრცლად:
“არაა გამორიცხული მეშახტეების პროტესტში მთელი ქალაქი ჩაერთოს“ – პროფკავშირები