ახალი ამბები

17 მარტს საკრებულოს შენობა მწვანედ განათდება- თბილისი წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავს

17 მარტი, 2015 •
17 მარტს საკრებულოს შენობა მწვანედ განათდება- თბილისი წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავს

მერიის ცნობით, 20:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს შენობას სიმბოლურად მწვანედ გაანათებს. ღონისძიება თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას ეძღვნება.

 

ამით თბილისი ირლანდიის მთავრობის მიერ ინიცირებულ გლობალურ აქციას, “Global Greening”-ს შეუერთდება, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე – წმინდა პატრიკის დღეს, მსოფლოს სხვადსახვა ქალაქებში არსებული ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება.

 

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში ირლანდიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, საქართველოში მყოფი ირლანდიელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.  

 

დედაქალაქის მთავრობის ცნობით, „Global Greening”-ის აქციაში თბილისის ჩართვის გადაწყვეტილება დუბლინში თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტის დროს გადაწყდა. ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც 2015 წლის 17 მარტს ირლანდიის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად მონუმენტები და არქიტექტურული ნაგებობები მწვანედ განათდება.  

 

ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს რეკომენდაციას უწევს საქართველოს და თბილისს ეწვიონ. აღნიშნულ აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება მსოფლიოს არაერთი ღირშესანიშნაობა: თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში მონაწილე ქალაქებს შორის წელს პირველად მოხვდა.

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

მასალების გადაბეჭდვის წესი