ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით 31 მარტს გამოვა

16 მარტი, 2015 •
პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით 31 მარტს გამოვა

“დღეს დილით შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან. ამ საუბრის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში შედგება ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს. თარიღი ბატონმა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და მე მივეცი მას წინასწარი თანხმობა. მოგეხსენებათ, ეს საკითხი ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის შეთანხმებით წყდება,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მიიღეს. გაიმართება თუ არა დებატები პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, ამას ბიუროს მომდევნო სხდომაზე გადაწყვეტენ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწროს. ღარიბაშვილმა ანალოგიური 2015 წლის 14 იანვარსაც განაცხადა. მთავრობა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არც გასულ წელს დასწრებია.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE
საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი