თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დედაქალაქის მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს. 

 

საკრებულოს წინაშე სიტყვით წარსდგნენ ვიცე-მერობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატი ირაკლი ლექვინაძე, მერიის ადმინისტრაციის უფროსობის კანდიდატი პაატა ჯაჭვლიანი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატი გიორგი გურგენიძე და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატი ლაშა აბაშიძე. 

 

საკრებულოს ცნობით, კანდიდატებმა დეპუტატებს თავიანთი გეგმები და ხედვები დეტალურად გააცნეს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ კანდიდატებს საკრებულოს ხსდომაზე კენჭს ხვალ საკრებულოს სხდომაზე უყრიან.

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *