ახალი ამბებირეკლამა

ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიებს ფინანსური სერვისების მიღებაში ეხმარება

24 სექტემბერი, 2019 • 796
ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიებს  ფინანსური სერვისების მიღებაში ეხმარება

სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და აუდიტორულ და ბუღალტრულ კომპანია „ფინანსურ ოფისს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად ალდაგი თავისი კლიენტი კომპანიებისთვის 100,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების ბიუჯეტს გამოყოფს,  რაც ნიშნავს, რომ ალდაგი კლიენტ კომპანიებს „ფინანსური ოფისის“ სერვისების მიღებას მნიშვნელოვანწილად  დაუფინანსებს.  

თანამშრომლობის ფარგლებშივე, ალდაგის კლიენტ კომპანიებს დღეს უფასოდ ჩაუტარდათ ტრენინგი ფინანსური ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის თემაზე. ტრენინგს „ფინანსური ოფისის“ მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე დარგის სპეციალისტებთან ერთად გაუძღვა. 

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო კომპანიებს წლიური ფინანსური ანგარიშის მომზადებასა და ფინანსთა სამინისტოს ზედამხედველობის სამსახურში წარდგენაში, რაც მათ პირველად დაევალათ ახალი კანონმდებლობის თანახმად 1 ოქტობრამდე. 

ალდაგი მზადაა, მხარი დაუჭიროს კლიენტ კომპანიებს სწრაფად ადაპტირდნენ კანონის ახალ მოთხოვნასთან, უფასოდ გაიარონ შესაბამისი ტრენინგი, რათა სრულფასოვნად და დროულად წარადგინონ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS). 

 „ჩვენი მიზანია, ჩვენს კლიენტ კომპანიებს დავეხმაროთ ოპერირების პროცესში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის წარმატებულად ფუნქციონირება, გაფართოება და განვითარება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა წამყვან პროვაიდერ კომპანიებთან, რათა ჩვენს კლიენტებს მაქსიმალურად მორგებული სერვისები და ფასები შევთავაზოთ.,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა. 

აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა  წამყვანი საერთაშორისო ასოციაცია MSI Global Alliance-ის წევრი და საქართველოში ერთადერთი წამომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ბუღალტრულ და აუდიტორულ, ისე საგადასახადო მომსახურებას.  

მასალების გადაბეჭდვის წესი