ახალი ამბები

დამსწრეთა ნაწილმა 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

24 სექტემბერი, 2019 •
დამსწრეთა ნაწილმა 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა პროცესი  პროტესტის ნიშნად დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის აქციების საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დასაკითხი ადამიანების სიიდან ამოიღო ნათია მეზვრიშვილი, კახა საბანაძე და ანზორ ჩუბინიძე, დამსწრეთა ნაწილმა სასამართლო დარბაზი დატოვა.

დარბაზი დატოვეს “სირცხვილიას” აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ, აქტივისტმა ლაშა ჩხარტივშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ასევე დასაშვებად არ ცნო ბრალდებულთა ადვოკატის კითხვა. ერთ-ერთმა ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა, 20-21 ივნისის საქმეზე დაკითხული იყო თუ არა იმდროინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია, რაც პროკურორმა გააპროტესტა, მისი პროტესტი კი მოსამართლემ გაიზიარა.

ამასთან, ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და გიორგი გელხაურმა, მოსამართლე ნატო ხუჯაძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში ბრალდებულთა ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მოსამართლემ არ დაუშვა კითხვა, არის თუ არა გახარია 21 ივნისზე დაკითხული

მასალების გადაბეჭდვის წესი