ახალი ამბები

გაბინაშვილი: კლანის ჩამოყალიბების პრაქტიკა საქართველოს სასამართლოში არ არსებობს

24 სექტემბერი, 2019 •
გაბინაშვილი: კლანის ჩამოყალიბების პრაქტიკა საქართველოს სასამართლოში არ არსებობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას საქართველოს სასამართლოებში კლანურის სიტემის არსებობის შესახებ.

“თუ ვინმე თვლის, რომ სასამართლოს ერთიანობა იმ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს გამოწვევებს წარმოადგენს, არის კლანური ერთობა, მაშინ ეს მისი საქმეა. მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც სასამართლოს თვითმმართველი ორგანოა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას. ფაქტობრივად, თვითონ მართავს სასამართლო სისტემას. ეს არის ძალიან დემოკრატიული ინსტიტუტი. 300 მოსამართლე მონაწილეობს. თუ ამ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ თითქმის ერთხმად მიიღება გადაწყვეტილება, ჩემდა გასაკვირად, ეს ფასდება კლანურ გადაწყვეტილებად”, – განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, კლანი რა ნიშნით შეიძლება ჩამოყალიბდეს სასამართლოში.

“არ ვიცი , ვერ გეტყვით. ამის პრაქტიკა საქართველოს სასამართლოში ნამდვილად არ არსებობს”, – უპასუხა გაბინაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი