ახალი ამბები

GWP-ის საწყობში 200 კვ.მ ფართობი დაიწვა

21 სექტემბერი, 2019 • 992
GWP-ის საწყობში 200 კვ.მ ფართობი დაიწვა

ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში,  შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფეიქრების ქუჩაზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი