ახალი ამბებირეკლამა

WIZZ AIR ევროპაში საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა

20 სექტემბერი, 2019 • 865
WIZZ AIR ევროპაში საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა

Wizz Air, ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი და ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, 2019 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაგადამყვანად დაასახელეს. ჯილდო, რომელიც საავიაციო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ პრიზებს შორისაა, ვილნიუსში, 17 სექტემბერს, საავიაციო ინდუსტრიის დაჯილდოებაზე Europe gala გადაეცა. მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიის გამოსავლენად 150,000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა.

ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში 37 მილიონზე მეტმა ადამიანმა 44 ქვეყნის 151 მიმართულებით სწორედ Wizz Air– ით იმოგზაურა და დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით ისარგებლა, ეს მაჩვენებელი 16%-ით მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. Wizz Air ყველა მგზავრს ბილეთის ყიდვის მომენტიდან მათი მოგზაურობის დასრულებამდე მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ავიაკომპანია მუდმივად მუშაობს აპლიკაციისა და საიტის მარტივად გამოყენების ონლაინ გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რაც მგზავრებს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის.

ავიაკომპანიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტი ყავს, რომელიც ამჟამად 119 ავიხომალდისგან შედგება, რომელთა საშუალო ასაკი 4.7 წელია. Wizz Air ევროპაში ყველაზე მწვანე ავიაკომპანიაა. კომპანიას ამჟამად ჰყავს Airbus A321neo, Airbus A321neo და Airbus A321XLR ტიპის ავიახომალდები. ამჟამად WIZZ ავიაფლოტში ექვსი Airbus A321neo შედის, რომელიც ხმაურის ნაკადის 50 პროცენტით შემცირებას, საწვავის მოხმარების 20 პროცენტით შემცირებას და აზოტის ოქსიდის ემისიის 50 პროცენტამდე შემცირებას გთავაზობთ.

 ჯოზეფ ვარადიმ, Wizz Air Holding-ის აღმასრულებელმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: “ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენმა ღირსეულმა მომხმარებელმა 2019 წელს წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაგადამყვანად გვაღიარა. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და რომ WIZZ-ის შესანიშნავი გუნდის შრომისმოყვარეობა და ერთგულება ღირებულია ჩვენი მგზავრებისთვის. ჩვენ ყველაზე დაბალი ტარიფები და მზავრობის შესაძლებლობების მუდმივად მზარდი ქსელი გვაქვს, ამჟამად ველოდებით 300 ერთეულ ავიაინდუსტრიის წამყვან, თანამედროვე თვითმფრინავს. ჩვენი მეგობრული ეკიპაჟი კი მუდამ გულწრფელი სიხარულით გელოდებათ ამ კომფორტული ავიახომალდების ბორტზე.“


Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  650-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 149 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი