იპოთეკით დაზარალებულებმა მერიის წინ ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
“რატომ არ უნდა ჩემთან შეხვდრა მერიას, რატომ არ ზრუნავენ საკუთარ მოსახლეობაზე, რომელიც ქუჩაშია გამოყრილი, უმისამართო ადამიანებით გაივსო საქართველო. 2-წელიწადნახევარი ჰქონდა ამ ხელისუფლებას, რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ წელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შეჩერდეს იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლების პროცესი და გრძელვადიანი კრედიტები გასცენ. ისინი ამბობენ, რომ 20 მარტს კიდევ გაიმართება აქცია.

