ახალი ამბები

ანონსი –13 მარტი

12 მარტი, 2015 •
ანონსი –13 მარტი

09 : 15 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო- ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარის – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გახსნიან. ადგილი: მასწავლებლის სახლი მისამართი: გმირ კურსანტთა 1 (გლდანი, პოლიციის აკადემიასთან);


10:00 სასტუმროში  Holiday Inn,  სოფლის მეურნეობის  მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევის პირველი ეტაპის შედეგების განხილვაში  მიიღებს მონაწილეობას;


10:30 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და წართმეული ,,ინტელექტბანკის“ დამფუძნებლები საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ ,,კვირას“ პრეს-კლუბში საგანგებო პრესკონფერენციას  გამართავენ;


11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა­ თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს. თემა : მერიის მიერ ჩატარებული საგზაო სამუშაოები;

 

11:00 თბილისის მერი დავით ნარმანია კომპანია „თბილსერვისში“ ნაგვის ახალ კონტეინერებს მოინახულებს და კომპანიის სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნობა. მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 25;


11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით სააგანგებო ბრიფინგს გაართავს;


11:00 რეპორტიორის პრესკლუბში „ხალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე  ბრიფინგს გამართავს;

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე, მერიის საკადრო ცვლილებებზე და მერია-საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე პრესკონფერენციას გამართავს;

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები;

 

12:00 არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კოკო გამსახურდია პრესკონერენციას გამართავს თემა: არასაპარლამენტო ოპოზიციის მოლაპარაკებები საპარლამენტო პარტიებთან;

 

12:00 ,,რეპორტიორის” პრეს-კლუბში ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ საარჩევნო სიებში ქალთათვის კვოტის განსაზღვრის ინიციატივას აფასებს;

 

12:30 პრაიმტამის პრესკლუბში ორგანიზაცია „კავკასიონის სინერგია“ -ს პრეზიდენტი ლიკა ბებურიძე განცხადებას გააკეთებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს. თემა: სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრს უსახსრობის გამო დახურვა ემუქრება;

მასალების გადაბეჭდვის წესი