ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: კორუფციონიერები და ჯაშუშები ციხეში

19 სექტემბერი, 2019 • 1130
ფაშინიანი: კორუფციონიერები და ჯაშუშები ციხეში

“სომხეთში კორუფციონერები და ჯაშუშები ციხეში იჯდებიან”, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუკის გვერდზე.

“ახალ სომხეთში ნაციონალური უსაფრთხოების სამსახური პიროვნება კი არა, სისტემაა მოქმედი და ყოფილი კორუფციონერების, ჯაშუშებისა და მსგავსი ელემენტების წინააღმდეგ”.

ფაშინიანის განცხადებითვე, უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო კომიტეტი, პოლიცია და სხვა სტრუქტურები არ მისცემენ ჩინოვნიკებს უფლებას, სახლემწიფო ფული მოიპარონ და ქვეყანა გაძარცვონ – “ყველანი ციხეში”.

იქამდე სომხეთში რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა, თუმცა, მიზეზების შესახებ მხოლოდ ვერსიები ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი