ახალი ამბები

გამოხმაურებები სხალთის მთავარეპისკოპოსის განცხადებაზე უკრაინის ოკუპაციაზე

11 მარტი, 2015 • 2319
გამოხმაურებები სხალთის მთავარეპისკოპოსის განცხადებაზე უკრაინის ოკუპაციაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საპატრიარქო არ აპირებს მეუფე სპირიდონის განცხადებებზე გამოხმაურებას:

“ის, რომ ესა თუ ის სასულიერო პირი გამოთქვამს ამა თუ იმ შეფასებას ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, მის კერძო აზრად შეიძლება განვიხილოთ და არა საქართველოს საპატრიარქოს პოზიციად. საპატრიარქოს პოზიცია არის ის, რასაც გაახმიანებს საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქი, ქორეპისკოპოსის ან მდივნის პირით”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

კითხვას, თუკი საპატრიარქო არ ეთანხმება მეუფე სპირიდონის მოსაზრებას, აპირებს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელოს, მიქაელ ბოტკოველი პასუხობს:

“ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ნუ დავარღვევთ სუბორდინაციას. მეუფე არის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, ეს შეიძლება მისმა უწმინდესობამ ურჩიოს, რა უნდა, როგორ უნდა გააკეთოს. ამის უფლება არ მაქვს და მე ეპისკოპოსის ნათქვამის შეფასებას ვერ მოვახდენ.”

მეუფე სპირიდონის განცხადებას “ფეისბუქის” მომხმარებლებს შორის აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა და გთავაზობთ ამ კომენტარების ნაწილს:

შეფასებები მეუფე სპირიდონის გამონათქვამთან დაკავშირებით
შეფასებები მეუფე სპირიდონის გამონათქვამთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი