ახალი ამბები

კალაძე: “ენერგო პრო”-სთან დაკავშირებით არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს

11 მარტი, 2015 •
კალაძე: “ენერგო პრო”-სთან დაკავშირებით არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს

“ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება “ენერგო-პრო”-სთან დაკავშირებით. ეს არის რაღაც არაჯანსაღი პროპაგანდა, რომ თითქოს ვიღაცას ატერორებენ. მინდა გითხრათ, რომ ეს დრო დასრულდა. ორი წელია ასეთი რამ არ ხდება, რომ ვიღაცას ატერორებდნენ და ბიზნესს ართმევდნენ. ეს რეჟიმი სააკაშვილთან ერთად წავიდა და არასდროს დაბრუნდება. “ენერგო-პრო”-სთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ფინანსთა სამინსიტროს. ეს ნორმალურია და ისინი ახორციელებენ კონკრეტული კომპანიების შესწავლას. თუ რამე დარღვევა აღმოაჩინეს, შესაბამისი რეაგირება მოყვება. ფინანსთა სამინისტრო დღესაც თანამშრომლობს “ენერგო-პრო”-სთან. თუ კომპანია მიიჩნევს, რომ რაღაც დარიცხვა არასწორი იყო, ეს, ბუნებრივია, დავის საგანი იქნება და რაღაც შეთანხმება იქნება მიღწეული. ამ დავას არანაირი კავშირი არ აქვს ასოციერების შეთანხმებასთან”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. 

 

ეჯერგეტიკის მინისტრმა ეს განცხადება დღეს სასტუმროში “თბილისი მერიოტში” განაცხადა, სადაც იგი საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებულ შეხვედრას სემეკის წარმომადგენელებსა და ბიზნეს კომპანიებთან დაესწრო.

 

ჩეხეთის მედიამ 9 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია გადადო, რომელიც 10 მარტს უნდა გამართულიყო.lidovky.cz-ის ცნობით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზამორალეკი ჩეხური კომპანია “ენერგო პრო-ჯორჯიას” ინტერესების დაცვას ცდილობს, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან უთანხმოება აქვს. გამოცემის ცნობით, ენერგო პრო-ჯორჯიას საქართველოს ბიუჯეტში 60 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი. გამოცემის ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია დეკემბრიდან მოყოლებული უნდა განეხორციელებინა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართა, რომ გადადონ საკითხის განხილვა. მისი თქმით, სახელმწიფო რესურსებს საფრთხე ემუქრება.

კალაძე კახა
კალაძე კახა

მასალების გადაბეჭდვის წესი